Sunday, October 21, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

  • ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • გავიხსენეთ როგორ ავტვირთოთ პრეზენტაცია დრაივიდან ბლოგზე
  • ვიმუშავეთ ჩვენი ბლოგის სტრუქტურაზე
  • ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე
  • შევქმენით შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის 
  • დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურების გაწერაზე


მოსწავლის პრეზენტაციისშეფასების რუბრიკა თემაზე „ახალი წელი ამერიკაში“
კრიტერიუმები
4
3
2
1
 ინფორმაცია


ბევრი დავწერე ჩემთვის საახალწლო ტრადიციების შესახებ აღსაწერად გამოვიყენე სხვადასხვა დეტალი და მაგალითი.
რამდენიმე რამ დავწერე ჩემთვის ნაცნობის საახალწლო ტრადიციების შესახებ
ცოტაოდენი რამ დავწერე ჩემთვის ნაცნობის საახალწლო ტრადიციების  შესახებ
სხვისი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ რამე დამეწერა ჩემთვის ნაცნობი საახალწლო ტრადიციების შესახებ

დავასახელე ოთხი ან მეტი არგუმენტი, თუ რატომ გვიყვარს ახალი წელი ბავშვებს
ჩემი არგუმენტების გასამყარებლად მოვიყვანე შესაბამისი მაგალითები.

დავასახელე სამი-ოთხი არგუმენტი, თუ რატომ რატომ გვიყვარს ახალი წელი ბავშვებს
დავასახელე ორიოდე არგუმენტი, თუ რატომ რატომ გვიყვარს ახალი წელი ბავშვებს
სხვისი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ დამეწერა, თუ რატომ  რატომ გვიყვარს ახალი წელი ბავშვებს
დეტალებისა და მაგალითების დახმარებით ვაჩვენე 4 ან მეტი მსგავსება და  განსხვავება ქართულ და ამერიკულ საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს შორის.
ვაჩვენე 3 ან 4 მსგავსება და განსხვავება ქართულ და ამერიკულ საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს შორის.
ვაჩვენე 1 ან 2 მსგავსება და განსხვავება ქართულ და ამერიკულ საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს შორის.
სხვისი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ მეჩვენებინა მსგავსებები და განსხვავებები ქართულ და ამერიკულ საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს შორის.

კვლევა

ჩემი თემის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ჩემით მოვიძიე.
ჩემი თემის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ჩემით მოვიძიე.
ცოტაოდენი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი თემის შესახებ ინფორმაცია მომეძია.
მნიშვნელოვანი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი თემის შესახებ ინფორმაცია მომეძია.
გამოვიყენე და ჩამოვთვალე ინფორმაციის ბევრი წყარო.
გამოვიყენე და ჩამოვთვალე ინფორმაციის რამოდენიმე წყარო.
გამოვიყენე და დავასახელე ინფორმაციის ერთი წყარო.
არ გამომიყენებია ინფორმაციის არცერთი წყარო.
რედაქტირება
ჩემი პრეზენტაციის საბოლოო ვერსიაში შეცდომები არ იყო.
ყურადღებით გადავიკითხე ჩემი საშინაო დავალება, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მასში შეცდომები არ იყო.

ჩემი პრეზენტაციის საბოლოო ვერსიაში სულ ცოტა შეცდომა იყო.
გადავიკითხე საშინაო დავალება,  რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მასში შეცდომები არ იყო.


ჩემი პრეზენტაციის საბოლოო ვერსიაში რამდენიმე შეცდომა იყო.

ჩემი პრეზენტაციის  საბოლოო ვერსიაში ბევრი შეცდომა იყო.




No comments:

Post a Comment

კვლევის პრეზენტაცია