Juli's Blog
Sunday, June 16, 2019
Tuesday, October 30, 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტზე ,,ახალი წელი" მუშაობა, ავტვირთეთ დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს. გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩვები. ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში დავიწყეთ
6 ოქტომბერს. პროექტის ფარგლებში განვიხილეთ ინტელის ელ. სახელმძღვანელო, პრტფოლიოს ჩეკლისტი, შეფასების რუბრიკა. დავათვალიერეთ შექმნილი პროექტები, თავისი რესურსებით.განვიხილეთ ერთი სანიმუშო პროექტი, შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე და ბლოგი.შევარჩიეთ სასწავლო პროექტის თემები , გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს , ბუკლეტის შაბლონებს და შევქმენით ბუკლეტები. მოვარგეთ სტანდარტი ჩვენს პროექტს და შევიმუშავეთ კითხვები პროექტისათვის. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის. ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ავსახეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაში. გავეცანით საავტორო ეფლებებს. გავეცანით საიტს - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია".სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები. დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები. აღნიშნული ტრენინგი ძალზე საინტერესო და დატვირთული იყო. პირადად მე გავიღრმავე ცოდნა და მივიღე ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ძალზედ ენერგიულ ქალბატონს ინგა კახიანს საიტერესო და პროდუქტიული ტრენინგისათვის.
Saturday, October 27, 2018
მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღის რეფლექსია;
- განვიხილეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
- ვიმუშავეთ Padlet- ის ნიმუშის შექმნაზე და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე
- დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები სხვადასხვა მეთოდებით.
- ვისწავლეთ ბლოგზე youtube - დან სასურველი ვიდეოების ჩაშენება
მეშვიდე დღის რეფლექსია
- სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები
- ვნახეთ პრეზენტაცია - "ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს"
- განვიხილეთ მეექვსე მოდული - "დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის" აქტივობა 1: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება აქტივობა 2: თვითრეგულირების უნარების განვითარება მოსწავლეებში
- გავეცანით პორტალს - "ეფექტური პროექტების შექმნა"
- "პროექტებით სწავლების" რესურსების სურსების განყოფილებაში გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის :დოკუმენტებს, ფორმებს, შაბლონებს, მათემატიკურ მაგალითებს
- სასწავლო პროექტის გეგმაში დავიწყეთ დიფერენცირებული სწავლების ქვეგანყოფილების შევსება
Sunday, October 21, 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
- ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
- გავიხსენეთ როგორ ავტვირთოთ პრეზენტაცია დრაივიდან ბლოგზე
- ვიმუშავეთ ჩვენი ბლოგის სტრუქტურაზე
- ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე
- შევქმენით შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის
- დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურების გაწერაზე
კრიტერიუმები
|
4
|
3
|
2
|
1
|
|
ინფორმაცია
|
ბევრი დავწერე ჩემთვის საახალწლო ტრადიციების შესახებ აღსაწერად
გამოვიყენე სხვადასხვა დეტალი და მაგალითი.
|
რამდენიმე რამ დავწერე ჩემთვის ნაცნობის საახალწლო ტრადიციების შესახებ
|
ცოტაოდენი რამ დავწერე ჩემთვის ნაცნობის საახალწლო ტრადიციების შესახებ
|
სხვისი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ რამე დამეწერა ჩემთვის
ნაცნობი საახალწლო ტრადიციების შესახებ
|
|
დავასახელე ოთხი ან მეტი არგუმენტი, თუ რატომ გვიყვარს ახალი წელი
ბავშვებს
ჩემი არგუმენტების გასამყარებლად მოვიყვანე შესაბამისი მაგალითები.
|
დავასახელე სამი-ოთხი არგუმენტი, თუ რატომ რატომ გვიყვარს ახალი
წელი ბავშვებს
|
დავასახელე ორიოდე არგუმენტი, თუ რატომ რატომ გვიყვარს ახალი წელი
ბავშვებს
|
სხვისი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ დამეწერა, თუ რატომ რატომ გვიყვარს ახალი წელი ბავშვებს
|
||
დეტალებისა და მაგალითების დახმარებით ვაჩვენე 4 ან მეტი მსგავსება
და განსხვავება ქართულ და ამერიკულ
საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს შორის.
|
ვაჩვენე 3 ან 4 მსგავსება და განსხვავება ქართულ და ამერიკულ
საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს შორის.
|
ვაჩვენე 1 ან 2 მსგავსება და განსხვავება ქართულ და ამერიკულ
საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს შორის.
|
სხვისი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ მეჩვენებინა მსგავსებები
და განსხვავებები ქართულ და ამერიკულ საახალწლო სამზადისსა და ტრადიციებს შორის.
|
||
კვლევა
|
ჩემი თემის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ჩემით
მოვიძიე.
|
ჩემი თემის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ჩემით
მოვიძიე.
|
ცოტაოდენი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი
თემის შესახებ ინფორმაცია მომეძია.
|
მნიშვნელოვანი დახმარება დამჭირდა იმისთვის, რომ
ჩემი თემის შესახებ ინფორმაცია მომეძია.
|
|
გამოვიყენე
და ჩამოვთვალე ინფორმაციის ბევრი წყარო.
|
გამოვიყენე
და ჩამოვთვალე ინფორმაციის რამოდენიმე წყარო.
|
გამოვიყენე
და დავასახელე ინფორმაციის ერთი წყარო.
|
არ
გამომიყენებია ინფორმაციის არცერთი წყარო.
|
||
რედაქტირება
|
ჩემი პრეზენტაციის საბოლოო
ვერსიაში შეცდომები არ იყო.
ყურადღებით
გადავიკითხე ჩემი საშინაო დავალება, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მასში
შეცდომები არ იყო.
|
ჩემი პრეზენტაციის
საბოლოო ვერსიაში სულ ცოტა შეცდომა იყო.
გადავიკითხე საშინაო
დავალება, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ
მასში შეცდომები არ იყო.
|
ჩემი პრეზენტაციის
საბოლოო ვერსიაში რამდენიმე შეცდომა იყო.
|
ჩემი პრეზენტაციის საბოლოო ვერსიაში ბევრი შეცდომა იყო.
|
|
Subscribe to:
Posts (Atom)
კვლევის პრეზენტაცია
